|
2022-11-15 14:54:04, 973 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ბატონო კომისარო, მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიცია არ არის ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში
ოპოზიცია არაა ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, დეპოლარიზაცია მათი ვალდებულებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა -ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, კარი გაუხსნეს ყველა აქტორს - ოპოზიცურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია 12 რეკომენდაციის შესრულებით. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომანდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა აღვნიშნო, ამის თაობაზე, ბატონო კომისარო, მოგაწოდეთ ინფორმაცია სექტემბრის თვეში, როცა ბრიუსელში ვიყავი, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ესაა დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით, განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ მათი მხრიდან არ იქნება ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის. მას შემდეგ რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)