14:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 09:51:09, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“ - რა დონემდე დაეცა პარტია, რომ ხაბე და ჩალაძე კონკურენტები არიან

მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ჩალის ფასი აქვს,  რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე კონკურენტები არიან  - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ფიგურა დავით კეზერაშვილია, რომელმაც ფული მოიპარა, წაგებული ომის მილიარდერი გახდა და ახლა "ნაცმოძრაობას" და ცალკეულ ტელევიზიებს აფინანსებს.

“მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ახლა ჩალის ფასი აქვს. ამას გააკეთებს, ხაბეს ვიცნობ , ჩემი ძველი მეგობარია. ეს ხომ მარაზმია, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე იბრძვიან, კონკურენტები არიან. სხვათა შორის, მე ბატონ რომან გოცირიძეს ვისურვებ, ყველაზე აკადემიური,  გამოცდილი კაცია და ადეკვატური, მე მხარს ვუჭერ მას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც უნდათ ის უქნიათ, ეს მათი შიდა სამზარეულოა, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე დამთავრებულია მათი ამბავი. იქ რეალურად რა ხდება, ესენი ხომ ჭანჭიკები არიან, იქ მთავარია კეზერაშვილი, ჩვენ გმირ ბიჭებს რომ ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი რომ გახდა შემდეგ, ამ ადამიანის ფულია, ცალკეულ ტელევიზიებსაც აფინანსებს და ნაციონალურ მოძრაობასაც, გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება ნაცმოძრაობაში“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics