|
2022-11-10 11:49:38, 1061 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ენმ-ზე - ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში და მიიღეს პარტიაში
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის თავს დააწია ის, რაც უნდოდა ქვეყნისთვის დაეწია. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს ქვეყანაში და მიიღეს რიგგარეშე არჩევნები პარტიაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფმა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პრობლემა არა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობა, არამედ ღირებულებების არქონაა. "ვნახოთ, პარტიის შიგნით ეს მათი გასარკვევი საკითხია, ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, მაგრამ საერთო ჯამში, არ ცვლის არაფერს. პრობლემა არა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა, არამედ ის ღირებულებებია, რაზეც ის დგას, უფრო სწორედ, ღირებულებების არარსებობა ამ პარტიაში. პარტია, რომელიც არის საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი და რომელიც ოპოზიციიდანაც ზუსტად იგივე მისწრაფებებით მოქმედებს. სანამ ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს, სანამ ეს პარტია არ აღიარებს დემოკრატიას, მანამ "ნაციონალურ მოძრაობას" მომავალი არ აქვს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ პარტიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)