|
2022-11-09 15:32:15, 1908 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს მართავს
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2022“ უწყების მენეჯმენტი წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორისაა Bloomberg, Euronews, BBC, Conde Nast Traveler, Wanderlust, Lonely Planet და სხვა გავლენიანი გამოცემები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს, პირველად გარდა საქართველოს სტენდისა, ლონდონის ტურისტული გამოფენის ათასობით მონაწილესა და ვიზიტორს საშუალება აქვთ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გამოფენის 2022 წლის წიგნში გაეცნონ, სადაც აჭარის შესახებ ვრცელი სტატია და ინტერვიუა გამოქვეყნებული. „WTM Yearbook 2022“ არის გამოცემა, რომელშიც ტურიზმის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან მკითხველს უზიარებენ სიახლეებს, ახალ გადაწყვეტილებებსა და ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციებს. „გასაკვირი არაა, რომ "შავი ზღვის მარგალიტი" ბათუმი, როგორც უძველესი ისტორიის, გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის, გასაოცარი არქიტექტურის, უნიკალური გასტრონომიისა და შავი ზღვის ულამაზესი პლაჟების გასაოცარი სინთეზის ქალაქი, 2022 წლის მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემოანიაზე ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“. - წერია ლონდონის ტურისტული გამოფენის 2022 წლის წიგნში, რომელიც ტურიზმისა და ბიზნესის მთავარ მოთამაშეებს მიეწოდება. მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა 43-ე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმართმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენას საშუალოდ
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)