|
2022-11-07 17:45:14, 1251 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარებმა რეზოლუციაში შესწორება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის გათავისუფლება დასახელებულია სტატუსის მინიჭების წინაპირობად
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ერთ-ერთი ევროპარლამენტის, კერძოდ იაცეკ სარიუს ვოლსკის შესწორება ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე. ევროპარლამენატარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, შეიცავს ევროკომისიისადმი მოწოდებას, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს წინაპირობად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. „მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. ასევე სხვა ევროპარლამენტარების, კერძოდ კი მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილიჩიკის, მიხაელ გალერის, რადოსლავ სიკორსკის, რასა იუნკევიჩიენეს და ანდრიუს კუბილიუსის მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მუდმივად უარესდება და ის ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება. მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ის რჩება პატიმრობაში". - ნათქვამია განცხადებაში.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)