21:03 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 17:25:30, 1112 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა ევროკავშირში

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან ევროკავშირში. 

"ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და საჯარო პირების დაპატიმრება ხორციელდება. ეს კი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იღწვის, ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. ჩვენ ვთხოვთ მას, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია, რაც ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან ევროკავშირში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics