22:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 18:22:57, 898 ნახვა

პოლიტიკა
მედვედევი - მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა შესაძლებელია

მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა შესაძლებელია. - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ  დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით,  მეორე მსოფლიო ომის დროს დივერსანტებს, რომლებიც ფაშისტი მკვლელების ბრძანებით ძირისგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ, ხვრეტდნენ სასამართლოსა და გამოძიების გარეშე.

"შენ თუ მოღალატე ხარ, რომელმაც საომარ დროს ასეთი დანაშაული ჩაიდინე, მაშინ შენ არ გაქვს არც ასაკი, არც ეროვნება და არც საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს, თუმცა შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლისას. ეს არის ჩვენი ხალხის, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების დაცვის საშუალებების არჩევის საკითხი“. - ნათქვამია განცხადებაში..

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics