|
2022-11-02 15:39:32, 864 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან მათ მხარეს, დავით კეზერაშვილმა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს
„ოპოზიციამ დაინახა, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი არიან ოლიგარქები, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს. მისივე თქმით, ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას. „ოპოზიციისთვის პრობლემა რაში მდგომარეობს - მათ დაინახეს, რომ სინამდვილეში ოლიგარქები არიან არა ჩვენს მხარეს, არამედ მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს. ოპოზიციის სურვილია ამ ეტაპზე რაც იკვეთება, მათ დატოვონ ბუნდოვანება ამ საკითხში, ანუ არსებობდეს მოწოდებები დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ ვინ არის ოლიგარქი და რა არის დეოლიგარქიზაცია, ეს იყოს ბუნდოვანი. ჩვენ არ გვინდა ამ ბუნდოვანების დატოვება, ჩვენ გვინდა კანონის დონეზე ობიექტურად მოწესრიგდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი, რას უნდა ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვერ გავყვებით ოპოზიციის დღის წესრიგს ამ კუთხით, მათ უნდათ ბუნდოვანების დატოვება, ჩვენ გვინდა ამაში სიცხადის შეტანა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)