20:03 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 14:06:05, 854 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი კანდიდატობაზე - ძალიან ადრეა შედეგებზე საუბარი, პროცესი მომავალ წელს შეფასდება

აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა პარტიებთან, მნიშვნელოვანია, რეკომენდაციების შესრულების დროს, ყველამ იმუშაოს მაქსიმალური ჩართულობით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიაწიგნიერების შესახებ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, ძალიან ადრეა, რადგან პროცესის შეფასება მოხდება მომავალ წელს. 

"ჯერ ძალიან ადრეა რამის თქმა, ადრეა შედეგებზე საუბარი, იმიტომ რომ პროცესის შეფასება მოხდება მომავალ წელს, თავდაპირველად შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტში და ამის შემდეგ მისი განხილვა, მასზე დისკუსია გაიმართება ევროპელ ლიდერებს შორის მომდევნო წლის ბოლოს. ამის შემდეგ გადაიდგმება ნაბიჯები პროცესის მიმართ, რასაც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა ქვია. 

აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა პარტიებთან, ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების დროს, ყველამ იმუშაოს მაქსიმალური ჩართულობით", - განაცხადა დიპლომატმა. 

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მედიაწიგნიერების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე დეზინფორმაციულ გზავნილებზე, გამოწვევებსა და საპასუხო ზომებზე მსჯელობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics