20:03 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 13:17:19, 1459 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში

დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, - ასე ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აშშ-ს მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას. 

როგორც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი Twitter-ზე წერს, საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.

"დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ისინი ანგრევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებენ განვითარებას და კლავენ მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!",- წერს გახარია. 

ცნობისთვის, აშშ-მა მოლდოველი რუსეთის გავლენის სუბიექტები და ოლიგარქები, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკი და ილან შორი დაასანქცირა. სანქციები, ჯამში, 9 ადამიანსა და 12 სუბიექტს შეეხო.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას, 20 ოქტომბერს, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი, ასევე ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე მოხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics