|
2022-10-27 12:34:03, 827 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - მატარებელი დაიძრა, ივანიშვილის სანათესავო უკრაინაში დასანქცირდა, შემდგომი ნაბიჯი კი ევროკავშირი და აშშ იქნება
მატარებელი დაიძრა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლოდველი ოლიგარქებისთვის, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესებას. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები უკრაინამ დაასანქცირა, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე და ექსპრემიერი სანქციებს ამჯერად ევროკავშირისა და აშშ-სგან უნდა ელოდოს. "პლახოტნიუკი დიდი ხანია არ არის მოლდოვაში და ის არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, მაგრამ მიუხედავად ამისა, აგერ, მოჰყვა ამ სიაში, რაც ნიშნავს, რომ არავინ არ გაეკარება მას არც ფინანსურად, არც ეკონომიკურად. მასთან ურთიერთობას წესიერი ბიზნესი არ დაიჭერს. არც ერთ ქვეყანაში მას არ შეუშვებენ, რომელთაც ცივილიზებული დასავლური სამყარო ჰქვია. დაიძრა, ასე ვთქვათ, ეს მატარებელი. ივანიშვილის სანათესავო უკრაინაში უკვე სანქციების ქვეშ არის მოყოლილი. ეს ნიშნავს, რომ შემდგომი ნაბიჯი იქნება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, დროზე უნდა ჩაეხსნას არაფორმალურ მართვას, ძალაუფლების უზურპაციას", - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, აშშ-მა მოლდოველი რუსეთის გავლენის სუბიექტები და ოლიგარქები, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკი და ილან შორი დაასანქცირა. სანქციები, ჯამში, 9 ადამიანსა და 12 სუბიექტს შეეხო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას, 20 ოქტომბერს, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი, ასევე ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე მოხვდნენ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)