|
2022-10-26 23:31:15, 1198 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი სასამართლოში დაიბარეს
დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის თქმის გამო, 50 ათასი ევროთი უნდათ დააჯარიმონ. "როგორც კი წუხელ ვამხილეთ ივანიშვილი დავით გარეჯის გაყიდვასა და აზებაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მუხრანის შატოში საიდუმლო სერობის გამართვაში, სადაც ამ საკითხთან ერთად გადაწყდა ენერგომატარებლებიდან კლანებს შორის მილიარდების ახლებური გადანაწილება.დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე, სადაც უნდა დამაჯარიმონ 50 ათასი ევროთი რადგან პარტიის საარჩევნო კლიპში ვთქვი მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსი. ეს სოფლები ეს ლიქოკი ეს არხოტი ცარიელა ეს პარტახი საიგავო მეშინია ეს სამოთხე ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს და ა.შ. ახლა ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის რომ სასამართლოს ერთპიროვნულად არ მართავს ივანიშვილი და მისი ჯალათ მურუსიძე არაა გადასული თავდასხმის რეჟიმზე, ასეთ მთქმელს ივანიშვილზე მეტი ხნთ უნდა მიესაჯოს ციხე ამათგან თავისუფალ საქართველოში".-ნათქვამია განცხადებაში.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)