|
2022-10-25 15:59:12, 1127 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - „ოცნებას“ და ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და გამოაგორონ
"ქართულ ოცნებას", ოლიგარქიას, ბიძინა ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და როცა დასჭირდებათ გამოაგორონ უკან, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო. როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელობა აქვს დაკარგული. „საქართველოში, სამწუხაროდ, გაფორმებულია არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა და მათ მიერ არჩეულ სახელმწიფო მეთაურსაც - პრეზიდენტსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. მათ უნდათ პრეზიდენტი და ნებისმიერი ინსტიტუტი იყოს სუსტი, არ იყოს ძლიერი ინსტიტუტი - ეს ოლიგარქიისთვის დამახასიათებელია. აი, "ქართულ ოცნებას" ნამდვილად, ოლიგარქიას, ბიძინა ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და როცა დასჭირდებათ გამოაგორონ უკან", - ამბობს მანჯგალაძე. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს ვიზიტით გუშინ, 24 ოქტომბერს ეწვია. ალიევმა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა, შესაბამისად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის არც აუდიენცია შემდგარა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)