|
2022-10-24 12:29:59, 911 ნახვა
პოლიტიკა
მელია - სასამართლო ჩამოყალიბდა როგორც კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მხოლოდ რუს ოლიგარქს მოსწონს
სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის - ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით "ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარი თქვა". "გუშინ სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ ღიად უარი თქვა ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებაზე და სისტემის რეფორმირებაზე. ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას, რა თქმა უნდა, გუშინ შეეძლო ნაკლებად ცნობილი ვინმე მურუსიძის კანდიდატურის წამოყენება და არჩევა, მაგრამ რეჟიმმა ასე უტიფრად, ურცხვად და თავხედურად აირჩია თავად მურუსიძე და ამით გამოიწვია საზოგადოება. მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ გუშინ მათი არჩევით იმ თანამდებობებზე, სადაც ისინი აირჩიეს, კიდევ უფრო გაუადვილდებათ მათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემაში და რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან ამ სასამართლო სისტემაში, მით უფრო მეტი ლევან მურუსიძე ეყოლება ქართულ სასამართლო სისტემას... ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას და უარს ამბობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში მოცემული. შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო, სანამ რეალური რეფორმა არ განხორციელდებოდა. 12 პუნქტში კი, გარკვევით ეწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ და ამ რეფორმის გარეშე, არავინ იქ არ უნდა დაინიშნოს", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრი - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი გუშინ, 24 ოქტომბერს აირჩიეს. მოსამართლე წევრების არჩევა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე მოხდა. მურუსიძემ საბჭოს წევრების 268, გვრიტიშვილმა კი, 267 ხმა მიიღო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები თანამდებობაზე 4 წლის ვადით ინიშნებიან.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)