|
2022-10-19 13:49:47, 1081 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე კალაძეზე - თუ ტრაგედია ხდება, მომენტალურად უნდა მოიხადო ბოდიში და წახვიდე
თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე თბილისის მერის პასუხიმგებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გოცირიძემ თქვა, კახა კალაძემ მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. "როდესაც მიდიხარ და ლენტებს ჭრი და ყელყელაობ ტელევიზორში და ქულებს იწერ, რომ რაღაც კარგი პროექტი გააკეთე, მაგალითად ხიდი გახსენი, თუ ეს პროექტი ცუდია, შენ ქულები გეწერება მინუს ნიშნით. თუ ტრაგედია ხდება, მაშინ ხარ პასუხისმგებელი, რომ მომენტალურად მოიხადო ბოდიში და წახვიდე. როგორ შეიძლება იყო მერი, რომელიც ვერ გაეკარება ვერც ერთ ისეთ ღონისძიებას, რომლითაც უკვე ქულების დაწერას ვერ შეძლებს. ახლა უნდა აგოს პასუხი", - უთხრა "ტვ პირველს" რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 9 პირი, მათ შორის თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დააკავა. დღეს კი, ამავე სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)