19:41 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 12:26:02, 936 ნახვა

პოლიტიკა
„სამარცხვინო საქციელის მერე, კალაძე კიდევ ერთხელ დაემალა საზოგადოებას“ - საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მერიაში არ უშვებენ

თბილისის მერი დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომას განსხვავებული ფორმატით ატარებს. კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმდინარე სხდომის დატოვება მოსთხოვა და განაცხადა, რომ 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულიად შეცვალა, არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. 

მთავრობის სხდომის პარალელურად, მერიის შენობასთან მისულები არიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. ისინი დილიდან ითხოვენ კახა კალაძესთან შეხვედრას და მათ კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა უსაფრთხოების სამსახური შენობის შიგნით არ უშვებს. 

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, დღეს, მერი კიდევ ერთხელ დაემალა საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და პასუხგაუცემელი დატოვა კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. 

"გუშინდელი სამარცხვინო საქციელის მერე, რაც კალაძემ ჩაიდინა და მართლა გაუგონარი სიბინძურე იყო ის სამარცხვინო პიარი. დღეს, კალაძე კიდევ ერთხელ დაემალა საზოგადოებას და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და პასუხგაუცემელი დატოვა კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს მთავრობის სხდომაზე. რატომ გააკეთა მან ეს? აი, მის დღის წესრიგს თვალი რომ გადავავლოთ, სადაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, პირველ საკითხად არის კონცერტის დაფინანსება, ხოლო მეორე საკითხად არის თემურ ყვითელაშვილის სოლო კონცერტის დაფინანსება, არის უბრალოდ ხალხის დაცინვა",- განაცხადა ნადირაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics