|
2022-10-18 15:49:31, 1340 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით სარგებლობა და გაპოლიტიზირების მცდელობა - რაც ამაზრზენია
კარგი იქნებოდა, რომ სამძიმარი გვეთქვა ყველას და დიდი ტკივილი არ მიგვეყენებინა იმ ხალხისთვის, ვისაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედია ყველაზე მეტად სტკივა, მაგრამ ვნახეთ ამ ტრაგედიით სარგებლობა და ტრაგედიის გაპოლიტიზირების მცდელობა - რაც ამაზრზენია. ტრაგედიით ნუ ვისარგებლებთ ნურავინ. ტრაგედიაში არასდროს, არავინ უნდა დაინახოს საკუთარი შანსი, არასდროს არავინ უნდა დაინახოს შანსი ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით დღეს ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში ასევე, ევროპული რეგლამენტების საერთაშორისო ნორმების უდიდესი უცოდინრობა გამოვლინდა. „დღეს ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის" „ვირეშმაკობა". მათ პარტნიორების მეშვეობით რეზოლუციაში „შეაპარეს" მიხეილ სააკაშვილის პუნქტი და სცადეს ორი კურდღლის დაჭერა. თუ ჩვენ მხარს დავუჭერდით ამ რეზოლუციას, მაშინ იტყოდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" აღიარა მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა, ხოლო თუ არ დავუჭერდით მხარს მაშინ ატეხდნენ პანიკას იმასთან დაკავშირებით რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანა. მათი გადმოცემით, არაარსებითი საკითხების ნუსხაში მოხვდა ის რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი. არაარსებითია ისიც, რომ პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს ქვეყანაში და მათ ეს ნორმად მიაჩნდათ. ავტოკრატია, დიქტატურა იყო არაარსებითი - ეს არის მათი მორალური მრწამსი, რაც მათ საკუთარი პირით აღიარეს. ამ თვითლუსტრაციის პირობებში დღეს ვნახეთ უამრავი აღიარება, დამძიმებული სიტყვები, პასუხები, არაგულწრფელობა. ამ არაგულწრფელობას ყოველთვის პასუხი აქვს ხოლმე ქართული საზოგადოების მხრიდან. ძალიან მძიმე მოსასმენია მათი მხრიდან ის, რაც ისმის, რომ თურმე შეეძლოთ რეზოლუციის კონკრეტული პუნქტების მიმართ და ეს არ გააკეთეს- ანუ უღალატეს საკუთარ ქვეყანას. მათი პოლიტიკური ნებაა, რომ კალაძე გადადგეს, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება დამნაშავე, ვინ რა შესცოდა, რას დაადგენს გამოძიება, მეორე დღესვე რომ ითხოვენ შედეგებს - ამ ყველაფრის მიუხედავად, ითხოვენ ადამიანების კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას, სისხლს, იმიტომ რომ ეს არის მათი ბუნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)