19:06 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 18:43:34, 902 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია - ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ

ვაშინგტონში საქართველოსგან ნაკლები თანამშრომლობის სურვილს ხედავენ. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. 

"ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა დაფუძნებულია ხალხთა შორის ურთიერთობაზე. მაგრამ, ამ ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აქ იგრძნობა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არის ნაკლები თანამშრომლობის სურვილი. ხედავენ, რომ არის თავდასხმები ამერიკის ელჩზე, ასევე ხედავენ პროპაგანდას, რომელიც აღვივებს იმ რწმენებს საქართველოში, რომ თითქოს ამერიკას სურს ომი საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს განწყობები ახდენს გავლენას და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეულწილად მოახდინა კიდეც გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე. ასე თუ გაგრძელდა ამას ექნება სერიოზული შედეგები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics