09:26 - 09 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-02 18:03:37, 1729 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი,განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების დროს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს,რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 01 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics