18:24 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-01 16:50:40, 1223 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - 10 წლის წინ დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება

10 წლის წინ დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ პოლიტიკური ბრძოლა საშიში და დამაზიანებელიც კი იყო.

„გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ბოროტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დასამარცხებლად არაერთი წლის განმავლობაში ზოგი საპატიმროდან, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი უცხოეთიდან. 10 წლის წინ პირველ ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება, რომელიც ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება. ვულოცავ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც არ უშინდებოდნენ. მაშინ პოლიტიკური ბრძოლა იყო საშიში, დამაზიანებელიც კი საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ თქვენ არ ეგუებოდით ამ შიშს და იბრძოდით ყველა მშვიდობიანი მეთოდით, რომელმაც 10 წლის წინ 1-ელ ოქტომბერს მოიტანა გამარჯვება“,- განაცხადა წულუკიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics