|
2022-10-01 10:58:04, 1141 ნახვა
პოლიტიკა
მელია - „ოცნებამ” სააკშვილი გამბედაობისთვის დაიჭირა, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო
„ოცნებამ” სააკშვილი გამბედაობისთვის დაიჭირა, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "ოცნებამ" მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა "რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს". „წელიწადი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია. რისთვის და რატომ დაიჭირა რუსულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი? საზღვრის კვეთისთვის რომ არ დაუჭერიათ, ეს ბავშვმაც იცის. არც პიჯაკებისთვის და კაჩინსკის საფლავზე დასადები გვირგვინის ყიდვისთვის. არც პრეზიდენტის დისკრეციული უფლების - შეწყალების გამოყენებისთვის. არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი შეცდომებისთვის თუ გადაცდომებისთვის ჰყავთ ციხეში გამოკეტილი. ის დაიჭირეს გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამბედაობისთვის, დაბრუნებულიყო ქართველი ხალხის მონაპოვარის, ამ სახელმწიფოს დასაცავად, რომელსაც ათი წელია ასე მონდომებით ანგრევს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. რუსულმა ოცნებამ მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს. ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის. ამისთვის ისჯება იგი უსამშობლოების მიერ! ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა... "ქართული ოცნების ხელისუფლება" კი პუტინის მეციხოვნეები არიან. მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს. უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან - ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა. მისი თავისუფლების გზა ქვეყნის თავისუფლებასა და რუსეთისგან, რუსული ხელისუფლებისგან განთავისუფლებაზე გადის",- წერს მელია.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)