|
2022-09-30 15:30:27, 1710 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა
აჭარის ა რ ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. მინისტრმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს გააცნო. ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ,,პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები პანდემიის დროს უფრო ცხადი გახდა, სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო მუშაობა სერვისის თანაბარი ხელმისაწვდომობის დანერგვაზე სოფლად და ქალაქად, მედიკამენტებით მაქსიმალურ უზრუნველყოფაზე. ქრონიკული დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულსისხლძარღვთა დაავადებებით, პარკინსონით, ეპილეფსიით, შაქრიანი დიაბეტით, ფილტვის ობსტრუქციული დაავადებით მოავადე პირები უფასოდ ღებულობენ სამკურნალო მედიკამენტებს. პარალელურად, მუნიციპალიტეტების დონეზეც მოქმედებს პროგრამები, რომლებიც უშუალოდ ბენეფიციარების საჭიროებებზეა მორგებული“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ამბულატორიების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევას, ახალი ამბულატორიების მშენებლობას, აღჭურვას, რეაბილიტაციას და ა.შ. ასევე, შეეხო თემის სამედიცინო პუნქტებში მედდებისთვის ხელფასების მატების საკითხსაც, პროგრამა სამომავლოდ კვლავ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების დაფინანსებით გაგრძელდება. სხდომაზე ხაზი გაესვა ტელემედიცინის მნიშვნელობას, რაც სხვადასხვა ვიწრო სპეციალისტის მიერ ონლაინკონსულტაციის შესაძლებლობას იძლევა. აღინიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება პირველადი სამედიცინო დაწესებულებების ინტერნეტიზაციის საკითხი. კომიტეტის სხდომაზე მეორე საკითხი - კორონავირუსი (COVID-19) და სეზონური ვირუსების შესახებ ინფორმაცია თანამომხსენებელმა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა წარადგინა. ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეპიდვითარება რეგიონში მართვადია, ყოველდღიურად კლებადია შემთხვევათა რაოდენობაც. ასევე, 50-დან 100 მდე მერყეობს კოვიდსაწინააღმდეგო აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი. რაც შეეხება სეზონურ ვირუსებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. აჭარაში ამ ეტაპზე მიღებუულია 10 000 დოზა ვაქცინა, რომელთაგან 2500 დოზა უკვე განაწილებიულია ამცრელ დაწესებულებებზე. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)