|
2022-09-30 12:46:40, 1207 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“, კონგის 2022 წლის სამიტზე ფინანსების მიმართულებით საუკეთესო ინოვატორად დასახელდა
„თიბისიმ“ კონგის API ღრუბლოვანი პლატფორმის 2022 წლის ინოვატორის ჯილდო მიიღო ფინანსების მიმართულებით. ეს ჯილდო იმ გუნდების და ინდივიდების აღიარებაა, რომლებიც ინოვაციებს თავიანთ ორგანიზაციებში API-ების, მიკროსერვისების, ღია კოდის და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ნერგავენ. გამარჯვებულები სან-ფრანცისკოში კონგის რიგით მეხუთე სამიტზე დასახელდნენ. „ჩვენი გუნდისთვის წლის საუკეთესო ინოვატორად დასახელება ისეთი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიისგან, როგორიც Kong-ია, დიდი აღიარება და მოტივაციაა. „თიბისის“ მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. შესაბამისად, საკმაოდ კომპლექსურ ტექ ტრანსფორმაციას გავდივართ. Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა კომპანიისთვის. ვაგრძელებთ, უახლესი საერთაშორისო პრაქტიკების და გადაწყვეტების შემოტანას ჩვენს ციფრულ პროდუქტებსა და სისტემებში, იმისთვის რომ გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრება.“აცხადებს ბიბი მაცაბერიძე, „თიბისის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი. Kong-ის გადაწყვეტის დანერგვამ „თიბისიში“ ინოვაციური პროცესების ოპტიმიზირება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა. „თიბისის“ სხვადასხვა სისტემების და გუნდების ჩართულობისთვის სჭირდებოდა მოძველებული მიდგომების შეცვლა და უფრო მოქნილი პროგამული უზრუნველყოფის დანერგვა. ყოველწლიური API ინოვატორის ჯილდო გამოარჩევს კონგის ეკოსისტემაში ჩართულ პროექტებს, რომლებიც აღნიშნულ ორ მხარეს აკავშირებს ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა: Konnect, Kong Enterprise, Kong Gateway, Kuma და Insomnia. „ციფრული ეკონომიკისთვის ინოვაციების შემოტანა ადვილი საქმე არ არის. შთამაგონებელია თუ შევხედავთ, როგორ აითვისეს წლევანდელმა API Innovator Awards-ის გამარჯვებულებმა API-ები და მიკროსერვისების ინფრასტრუქტურა ამ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის. მოხარულნი ვართ, წარმოვაჩინოთ და დავაჯილდოვოთ ეს ადამიანები და გუნდები” - ამბობს მარკო პალადინო, CTO და Kong Inc-ის თანადამფუძნებელი. Kong არის ღრუბლოვანი API პლატფორმა,რომელიც API დეველოპერების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფი და ყველაზე მიღებული “API Gateway” პლატფორმა მსოფლიოში. Kong-ი სერვისები და გადაწყვეტები ფართოდ გამოიყენება როგორც სტარტაპერებისთვის, ასევე, Fortune 500-ში შემავალი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Nasdaq, PayPal, GE, Samsung, Expedia, GlaxoSmithKline, Rite Aid, Moderna, Wayfair და Verifone.
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)