|
2022-09-30 10:46:13, 1744 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების, 1400 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო
ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, დემეტრე თავდადებულისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან 1400 მოსწავლეზე გათვლილი, 3 სართულიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად მიიღო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ საჯარო სკოლაში განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა; მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ღირებულება 7 000 000 ლარამდეა. 2021-2022 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. ბათუმში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა წარმომადგენლებმა.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)