11:25 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-28 14:47:18, 1080 ნახვა

მსოფლიო
შოლცი ბირთვულ შანტაჟზე - ბაიდენის მსგავსად - მე ვამბობ დაივიწყე

გერმანია მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება და მხარი დაუჭიროს აშშ-ს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Neue Osnabrücker Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის მობილიზაცია „სასოწარკვეთა და პანიკური რეაქციაა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობაზე“.

„პუტინი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მას შეუძლია დაუყონებლივ დაასრულოს ეს ომი თავისი ჯარების გაყვანით და შემდეგ კიევთან მოლაპარაკებების დაწყებით,"- განაცხადა შოლცმა.

ამავე დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა შოლცს რუსი დიქტატორის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების, მან უპასუხა, რომ „დარწმუნებით ვერავინ იცის“.

„ვინ იცის? მაგრამ, ისევე როგორც აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, მინდა რუსეთში ჩასვლა და ძალიან მკაფიოდ ვთქვა: დაივიწყე ეს ",- განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, შოლცმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იარაღის საკითხში.

„გერმანია უკრაინას მაქსიმალურად უჭერს მხარს და ამავდროულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატო-რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აცილოს“,- დასძინა შოლცმა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსებს მიმართა. მასში მან არა მხოლოდ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, არამედ მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედიასაშუალებებმა გაამჟღავნეს flydubai-ს პილოტის ვინაობა, რომელმაც ბორტზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა
ტრამპმა ამერიკელებს ალაბამაში ახალი ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა შესთავაზა
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება, ხმის მიცემა დაიწყო
უკრაინაში მყოფმა დასავლელმა დიპლომატებმა საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის საკითხის განხილვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics