07:51 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 16:24:06, 677 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი თურქეთის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალური პროკურორი ბექირ შაჰინი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.

თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics