|
2022-09-27 16:20:47, 1289 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
აჭარაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისკ ჯგუფებისათვის გათვალისწინებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია. დღეს, აცრა წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბინადრებსა და მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა. ვაქცინაციასთან ერთად, სათნოების სახლის ბენეფიციარებს გაეწიათ ანგიოლოგის, ნევროლოგის, ქირურგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია. სამედიცინო აქცია სათნოების სახლში აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაიგეგმა. პროცესს მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშილი ესწრებოდნენ. ,,სამინისტრომ ერთგვარ ტრადიციად დანერგა სავანეში მრავალპროფილური პროფილაქტიკური სამედიცინო აქციის ორგანიზება. საჭიროების მიხედვით იგეგმება სხვადასხვა ექიმის კონსულტაცია. პარალელურად, ჩავატარეთ გრიპის სეზონური ვაქცინაცია. განსაზღვრულია მაღალი რისკ ჯგუფები, ყველას მოვუწოდებ მიმართოს თავის ოჯახის ექიმს და დროულად ჩაიტარონ იმუნიზაცია“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. აჭარაში ამ ეტაპზე მიღებუულია 10 000 დოზა ვაქცინა და უკვე გადაწილებიულია ამცრელ დაწესებულებებზე.
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)