|
2022-09-27 14:52:40, 899 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე, ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დედაქალაქის მერმა ფონ გრაფენრიდს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენს. „მიხარია, რომ ჩვენს ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე პრაქტიკაში სრულდება. გვაქვს შესაძლებლობა, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ვიზიტი „თბილისობის“ დღეებს ვერ დაემთხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოახდენს. დღეს და ხვალ გვექნება საშუალება, ერთად დავათვალიეროთ დედაქალაქის კონკრეტული ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ. თავის მხრივ, ბერნის მერმა თბილისელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანი საკითხია. „მიხარია, რომ ქალაქებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სრულდება და ერთმანეთისთვის ნარჩენების მართვის კუთხით, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ქალაქი ნამდვილად მოგვეწონება - ქალაქი, რომელიც სავსეა ისტორიითა და კულტურით. ჩამოვედი მხარდაჭერის გამოსახატად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ ინფრასტრუქტურის თემას. ინფრასტრუქტურის განვითარება ხალხის კეთილდღეობისთვის ამოსავალი წერტილია. გვაქვს გეგმები, როგორ გავაუმჯობესოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ბერნის მერმა. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ გააცნეს, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა შეიმუშავა. ორმხრივ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე, ბერნის ნარჩენების მართვის საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბით ამანი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია დაესწრნენ.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)