|
2022-09-27 14:37:44, 957 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი ფარულ მოსმენებზე - უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი
უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი,- ასე უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა. მისი თქმით, „ეს სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას”. „იმდენი სისულელე, რაც თქვენმა ხელმძღვანელებმა აკეთეს და ნაირ-ნაირი სცენარები შესთავაზეს ხალხს, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, უფრო მეტად წაასტიმულირებს ამ უმსგავსობას. ცოცხალი აგენტი გყავთ ნანახი, ვინ არის აგენტი? იძახით რაღაც სახელებს, გვარებს. ადგებით სახლში თანამშრომლებს... თქვენ რომ ერთმანეთს იწერთ, უსმენთ და ამონტაჟებთ, მაგაზე მეტს ჩვენი სპეცსამსახური არ ამონტაჟებს. რა ახალი საქმე გახეთქეთ ახლა, სუს-ის შენობაში ყოფილა მოსმენების სამსახური. აბა, რა არის სუს-ი? უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა - რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა? საიდან მოგაქვთ? რომელი კრებსები, სპექტაკლი რომ დადგით აგენტი 001 და აგენტი 007? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, რომ გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ, რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი. არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან”,- განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო. პარლამენტმა კი ის 9 სექტემბერს დაძლია. როგორც პარლამენტში განმარტავენ, პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, 60 კი მის წინააღმდეგ წავიდა. 14 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლიდა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)