|
2022-09-26 15:08:38, 930 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - ქუთაისის აეროპორტში მომავალ წელს ვფიქრობთ, მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით
კონფერენცია პანელური დისკუსიით გაგრძელდა, სადაც ტურიზმის სექტორის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისაუბრა. თამარ არჩუაძის განცხადებით, აზიის ბაზარი ამ ეტაპზე პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტში ტაილანდის დედაქალაქ - ბანგკოკის მიმართულებით Thai Air Asia X კვირაში 2 სიხშირით იფრენს. ,,აზიის ბაზარი ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტია. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი და უკვე ვსაუბრობთ ფრენების სიხშირეების გაზრდაზე,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა პანელურ დისკუსიაზე ვრცლად ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და მის უპირატესობებზე. ,,ვმუშაობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან 2 კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება. გასულ წელს ასევე გაფართოვდა და 6-ჯერ გაიზარდა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი. აგვისტოს თვეში არსებობის მანძილზე რეკორდულად ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოვემსახურეთ. წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტში 800 ათასზე მეტ მგზავრს ველოდებით. ხოლო მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ მილიონ მგზავრზე მეტს მოვემსახურებით”, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. პანელურ დისკუსიაზე საუბრისას თამარ არჩუაძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებზე გასვლაა და მაგალითად, იმერეთის რეგიონისთვის სრულიად ახალი ბაზრის, აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის დამატებამ გაამართლა და საჰაერო ხომალდი თითქმის სრულად დატვირთულია. „ქუთაისის აეროპორტის ნიშა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაა. თუმცა ვითვალისწინებთ რეგიონის განვითარებასაც. აეროპორტი წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს. ვიმედოვნებთ, ეს მხარე უახლოეს 5 წელიწადში სპა რეზორტებს, რესტორნებს, სამორინეებს, სასტუმროებს გააერთიანებს. ჩვენი აეროპორტი ახალი იერსახით ემზადება მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მისაღებად, სადაც არამხოლოდ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით ჩამოვლენ, არამედ ე.წ. legacy carrier-თაც‘’, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ტურიზმის აღდგენის ტემპები, სასტუმროს ინდუსტრიის შედეგები და სამომავლო პროექტები და ის მთავარი მიგნებები, რაც პანდემიის შემდეგ გამოიკვეთა.
ხოშტარია - რაც შეეხება ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა - ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს
ომბუდსმენმა პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



