09:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 11:27:19, 925 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, კომპანია „ვაკა თრეიდი“ გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრის გახსნას გეგმავს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, შენობა 4 სართულზეა განთავსებული და მოიცავს სურსათის მაღაზიებსა და ფინანსური მომსახურების სივრცეს, ქართული და სწრაფი კვების სამი სახის რესტორანსა და ღია სივრცეს. ასევე, სათამაშოების, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიებს, მათ შორისაა ტერასასაც.

მათი ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს, ბანკის ინვესტიცია კი, 2 მლნ ლარია.

„სავაჭრო ცენტრის მისიაა, შექმნას ქალაქ გორში მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, სადაც არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ადგილობრივ სტუმრებსაც ექნებათ შესაძლებლობა, იშოპინგონ ან გამართონ საქმიანი შეხვედრები. ასევე, სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სავაჭრო ცენტრის ფართობი 5 000 კვ.მ-მდეა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების წარმომადგენელებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. გორში სავაჭრო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics