|
2022-09-25 22:18:38, 1229 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მერებაშვილი: ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის პრეცედენტიც საქართველოში არ ყოფილა
ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ 25-29 სექტემბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბურ ღონისძიებას, რომლის პრეცედენტიც საქართველოში არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან 2014 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს; 2017 წელს ჩატარდა რეგიონული კონფერენცია საქართველოში, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ 2020 წელს გლობალური კონფერენციის ჩატარების უფლება მოიპოვა, თუმცა გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ნათია მერებაშვილის განცხადებით, დღეს უკვე ოფიციალურად იხსნება 27-ე გლობალური კონფერენცია, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, კონფერენციას 60-ზე მეტი ქვეყნის 300-ამდე დელეგატი დაესწრება, პროკურორები, მათ შორის გენერალური პროკურორები, გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე სხვა მაღალი რანგის ექსპერტები. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, დატვირთული იქნება მსოფლიოსთვის გლობალურად აქტუალური თემებით, როგორიცაა - კიბერდანაშაულის ახალი სახეები, ციფრული მტკიცებულებები, პანდემიიდან გამომდინარე გამოწვეული სირთულეები და მათი გადაჭრის გზები, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაცია, კორუფციული დანაშაული და ა.შ. "გარდა ძალიან დატვირთული პროფესიული შეხვედრებისა, პროგრამა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტუმრებს საქართველოს კულტურა გავაცნოთ, ეროვნული საგანძურები ვაჩვენოთ და მათ ღირსეული და დასამახსოვრებელი მასპინძლობა გავუწიოთ" - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა. თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვენის წარმომადგენლობაში 1995 წელს დაარსდა და ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების პროკურატურებს და ინდივიდუალურ პროკურორებს აერთიანებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)