|
2022-09-23 10:38:21, 1807 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა CNN-ის წამყვანთან ინტერვიუზე უარი თქვა, რადგან ჟურნალისტმა თავსაბურავი არ გაიკეთა
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია CNN-ის წამყვანთან, დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ ჟურნალისტი არ დაეთანხმა პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ქრისტიან ამანპურს ირანის პრეზიდენტთან ინტერვიუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა ჩაეწერა. ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ წამყვანს შესთავაზა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა. ქრისტიან ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა. წამყვანის თქმით, ის ყოველთვის იკეთებს თავსაბურავს, როცა ირანში მუშაობს, რადგან სხვა შემთხვევაში ირანში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელია. ირანის ფარგლებს გარეთ კი, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავშალის გაკეთებას არ აპირებს. „აქ, ნიუ იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ადგილას, ირანის არც ერთ პრეზიდენტს და 1995 წლის შემდეგ ყველა მათგანთან მქონია ინტერვიუ, არასდროს უთხოვია, რომ თავსაბურავი გამეკეთებინა. ძალიან ზრდილობიანად ვთქვი უარი თავსაბურავის გაკეთებაზე ჩემი, CNN და ყველა ქალი ჟურნალისტის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა“,- განაცხადა ამანპურმა. მისივე თქმით, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ მას მკაფიოდ უთხრა, რომ ირანის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ ამერიკულ მიწაზე ისე ვერ ჩაივლიდა, თუ წამყვანს თავშალი არ ექნებოდა. ქრისტიან ამანპური ირანის პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აპირებდა საუბარს. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. ამინის მამის თქმით, მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. ფაქტმა დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში გამოიწვია. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)