|
2022-09-23 10:44:23, 1148 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრს, დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს. 2020-2021 წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ძირითადი დატვირთვა ქოლ-ცენტრებსა და მომსახურების ცენტრებზე განხორციელდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და უმოკლეს დროში მოახერხა ახალ გარემოებებთან ადაპტირება. "112"-ის მიზანია სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი რესურსის გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით. პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სექტორის უწყებებს და კერძო კომპანიებს, ასევე, უშუალოდ ქოლ-ცენტრებში დასაქმების მსურველ კერძო პირებს. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მსმენელებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://112.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/shetavazeba-1.pdf
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)