05:03 - 26 Sep, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 19:41:33, 296 ნახვა

პოლიტიკა
ირანმა საპროტესტო აქციების გამო Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდა

ირანში საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ  Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მათივე თქმით, ეს ბოლო სოციალური ქსელებია, რომელიხ ქვეყანაში ფუნქციონირებდა.

"სოციალურ ქსელებზე Instagram და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდულია, ეს ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.

საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიაში არჩევნებზე ულტრამემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა, ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრი ქალი იქნება
შაკირამ პიკესთან დაშორების შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა
ახლა წყდება დამთავრდება თუ არა შენი ცხოვრება - ზელენსკიმ რუსებს მიმართა
ქალები დაღესტანში და სხვა რეგიონებში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics