2022-09-22 17:34:47, 720 ნახვა
სამართალი
გრიგოლ ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
![]() პროკურატურამ გრიგოლ ნარსიას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა. თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარის და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით, ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოთხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო. ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს. შეგახსენებთ, რომ 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ორშაბათს, 20 სექტემბერს შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. სამართალდამცავებმა მძევლები რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს, თავდამსხმელი კი, ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
ომი უკრაინაში![]() ზელენსკი - ხვალ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება
![]() დანილოვი - უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების კონცეფციას ავითარებს
![]() ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|