19:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 16:40:49, 1274 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი, რომელიც მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდა ეყოს

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი აკეთო, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი და ეს საბანი მაქსიმალურად ბევრ ადამიანს და პროექტს უნდა ეყოს. 

 

"რაც შეეხება, პროექტების დაფინანსებას, ჩვენ სულ გვესმის და მე ვადასტურებ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი აკეთო. უბრალოდ, არ უნდა მოგერიდოს იმის, რომ იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები არიან, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, გარანტირებულად ყოველ წელს მიეღოთ თანხები, აწყენინო ცოტა, ცოტა და გადარჩენილი თანხებით დააფინანსო სხვა პროექტები. იმიტომ, რომ პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი და ეს საბანი მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ ეყოს ბევრ ადამიანს, პროექტს, ამ შემთხვევაში",- ამბობს წულუკიანი. 

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარეობს. მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

„მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics