|
2022-09-22 13:49:27, 1199 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ მოხსენებით გამოვიდა
საქართველოს ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე, რომელიც იტალიის ქალაქ ალბაში გაიმართა. კონფერენცია, რომელმაც თავი მოუყარა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციებს, რიგით მე-6-ედ ჩატარდა და მიეძღვნა ინოვაციებზე ღვინის ტურიზმის სამომავლო განვითარების პროცესში, აგრეთვე აქცენტი გაკეთდა ტურიზმის ამ მიმართულების მდგრად განვითარებაზე, ციფრული და სოციალური ტექნოლოგიების გამოყენებით ღვინის ტურიზმისა და მეღვინეობის მხარეების უპირატესობების უფრო მეტად აქცენტირებასა და პოპულარიზებაზე. "ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, საერთაშორისო ღვინისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გავაცნოთ საქართველოს ღვინის, ტურიზმის და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ, ასევე შევხვდეთ საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობა განვიხილოთ. მოხარული ვარ, რომ გლობალურ დონეზე საქართველოს ღვინის ტურიზმის ინდუსტრია დადებითადაა შეფასებული და ბევრი ქვეყნისთვის სახელდება მაგალითად, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მეღვინეობისა და ტურიზმის სექტორებმა, რათა საქართველოს მსგავსად მაღალ შედეგებს მიაღწიონ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს დელეგაციამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც დაისახა ერთობლივი სამოქმედო გეგმები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ტურიზმის სწრაფ აღდგენას და უფრო მეტად გაძლიერებას. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენცია სიტყვით გახსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოში ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნების იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთისა, მოლდოვის, სან-მარინოს, ბულგარეთისა და სერბეთის წარმომადგენლები.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)