|
2022-09-22 13:21:27, 1367 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების სანაცვლოდ, დაპირისპირების გზა აირჩია
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების ნაცვლად დაპირისპირების გზა აირჩია,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესსმა წარმომადგენელმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, 21 სექტემბერს რუსეთმა აირჩია კონფრონტაციის გზა, გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია და მხარი დაუჭირა უკანონო რეფერენდუმის ორგანიზებას მის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მუქარისთ. „ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მისი უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის გამწვავებას. მიუხედავად საზოგადოების მრავალი მოწოდებისა, რომ რუსეთმა სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მისმა ხელმძღვანელობამ, სამწუხაროდ, საკითხი სულ სხვაგვარად გადაწყვიტა”, - განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკანონო რეფერენდუმის მოწყობის გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს უკანონო რეფერენდუმის მოწყობის გეგმებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიების ანექსიას - უკრაინის ნაწილებს, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - განაცხადა ევროოკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. გარდა ამისა, ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ უკანონო რეფერენდმები უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და გაეროს წესდების სერიოზული დარღვევა. ამასთან, ევროკავშირი უმეორებს თავის მოწოდებას რუსეთს, დაიცვას გაეროს წესდება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები არასოდეს აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკრაინის ნაწილად და მხარს დაუჭერენ უკრაინის ძალისხმევას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მანამ, სანამ საჭირო იქნება. ცნობისთვის, რუსეთი რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ხერსონის ნაწილში 23-27 სექტემბერს გეგმავს.. 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)