|
2022-09-22 13:13:25, 1242 ნახვა
საზოგადოება
გადამმუშავებელი კომპანიების მიერ მიღებული 4,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლით ფერმერებმა 1,1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამმუშავებელი კომპანიების მიერ მიღებულია 4,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რის შედეგადაც, ფერმერებმა 1,1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 10 გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული. პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი რაც, ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)