07:04 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 11:53:43, 756 ნახვა

სამართალი
„ეს იყო ივანიშვილის დავალება და ჩინჩალაძის მოთხოვნა“ - გოგაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას ადასტურებს

ეს განვახორციელეთ სუს-მა, მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმის ერთ-ერთ მოსამართლეზე, ბესარიონ ალავიძეზე ზეწოლის ფაქტს ადასტურებს.

როგორც გოგაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო დავალება,  უზენაესი სასამართლოს იმჟამინდელი მოსამართლისთვის მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა შეეთავაზებინა, "ოცნების" სასურველი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში კი, პრობლემების შექმნით დამუქრებოდა. 

"ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუსმა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა რუსთავი 2-ის საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუსში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს. რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუსში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) - მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას. ამხილე და გადარჩებით", - ნათქვამია სოსო გოგაშვილის წერილში, რომელიც მისი ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება.

15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics