|
2022-09-20 10:55:10, 985 ნახვა
მსოფლიო
საპროტესტო აქციები ირანში - პოლიციამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა 5 ადამიანი
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება - ქურთისტანის რეგიონში უსაფრთხოების ძალებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ მაჰსა ამინის პოლიციის მიერ დაკავებას, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს ქურთისტანის ქალაქ საკეზში, ამინის მშობლიურ ქალაქში. მისი თქმით, კიდევ ორი დაიღუპა ქალაქ დივანდარეში უსაფრთხოების ძალების "პირდაპირი ცეცხლით", ხოლო მეხუთე დაიღუპა დეჰგოლანში, ასევე ქურთისტანის რეგიონში. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს ირანის ქურთისტანის პროვინციიდან, რომელიც დაკავების შემდეგ, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.ბოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ იყო "შეზღუდული" საპროტესტო აქციები შვიდი პროვინციის რიგ ქალაქში, რომლებიც პოლიციამ დაარბია პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)