15:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 10:43:22, 834 ნახვა

სამართალი
გენერალურ პროკურატურაში პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებაში, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე მუყასაშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე მუყასაშვილმა გამართა. 

უწყების ცნობით, პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების შესახებ სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მოძიება/ჩამორთმევის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და მასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და ასევე, პარალელური ფინანსური გამოძიების წარმოების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.  

დოკუმენტი განკუთვნილია საგამოძიებო ორგანოების იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახდენენ მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულების ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეების გამოძიებას ან საპროცესო ზედამხედველობას.

აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები სისტემატურად ხორციელდებოდა.

შედეგად, ევროპის საბჭოს Moneyval კომიტეტმა მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics