|
2022-09-17 12:43:17, 1535 ნახვა
სამართალი
ირაკლი კობახიძის დედა „ტვ პირველს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედა ტელეკომპანია „პირველს“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას TV Imedi ავრცელებს. მათი ინფორმაციით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ზაალიშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა. ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო. სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 20 სექტემბერს გახდება.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)