14:58 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 16:48:40, 1285 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა სტრატეგიული ბალანსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა სტრატეგიული ბალანსი, ვინაიდან ევროპა და მისი პარტნიორები აპირებენ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და შეინარჩუნონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, კრემი უკვე წაგებულ ომს აწარმოებს.

„უკრაინის არმია შთამბეჭდავ წინსვლას ახორციელებს, ათავისუფლებს ბევრ ქალაქს,სოფელს და აიძულებს რუსეთის ჯარებს უკან დახევას. ნათელია, რომ ადგილზე სტრატეგიული ბალანსი იცვლება“,- განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფაზაში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბორელმა განაცხადა რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა შეტევამ დაამარცხა სკეპტიკოსების არგუმენტი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველანაირი ძალისხმევა ამაოა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა უსარგებლოა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics