|
2022-09-15 16:11:41, 1695 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე სამინისტროს პროგრამით მოსარგებლე პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ავთვისებიანი სიმსივნე უკვე დაამარცხეს
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან თინა ზოიძესთან და ექიმ ონკოლოგებთან ერთად, იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს "ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის" მოსარგებლეები არიან და დაავადება უკვე დაამარცხეს. ,,მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძუძუს კიბოთი ავადობა პირველ ადგილზეა, ჩვენს ქვეყანაში კი კიბოს დიაგნოზს შორის 30%-ს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საკმაოდ მაღალი პროცენტით ფარავს დიაგნოსტიკას და მკურნალობის ხარჯებს. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2 300 000 ლარის ფარგლებში დამატებით უზრუნველყოფს ამ პაციენტთა როგორც ქირურგიულ, ისე ძვირადღირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას. სამინისტრო ასევე აფინანსებს მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ კველევებს. აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ჩვენ ვხვდებით ყვლა პროგრამის ბენეფიციარს, ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომდევნო წლის პრიორიტეტებში“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედრაზე ონკოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს მოქნილ ბიუჯეტზე და სამინისტროს ღიაობაზე. აღნიშნეს, რომ ონკო პროგრამები მორგებულია პაციენტების საჭიროებებზე და უწყება ითვალისწინებს ექიმ-სპეციალისტთა რეკომენდაციებს. ასევე ისაუბრეს გამოწვევებსა და გასათვალისწიენელ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ,,ვერანაირ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩავიტარებდი, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო დაფინანსება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექიმის მხარდაჭერა, სამინისტროს ფინანსური თანადგომა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ერთი დღეს გავაცილე პირველ კლასში და არ მაქვს უფლება ვიყო უიმედო. ახლა ვიცი, რომ დიდხანს ვიცოცხლებ შვილებთან ერთად და ეს თქვენი ყველას დამსახურებაა“, - საუბრისას აღნიშნა 42 წლის ხათუნა ჩოგაძემ. პირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს დაიწყო ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთათვის თარგენტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მხოლოდ აღნიშნული კომპონენტით საშუალოდ 500 ზე მეტი პაციენტი სარგებლობს. პროგრამა ითვალისწინებს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების (სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამედიცინო პროგრამებით) დაფინანსებას. ასევე, ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმიური სტაციონარული მომსახურების, ქიმიოთერაპიული და სხივურითერაპიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ტარიფის ფარგლებში.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)