16:48 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 19:27:26, 1249 ნახვა

პოლიტიკა
პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატების პეტიცია - პუტინი უნდა გადადგეს

ჩვენ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს მუნიციპალური ოლქების დეპუტატებს გვჯერა, რომ პუტინის ქმედებები საზიანოა ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის. - ამის შესახებ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს 18 მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა ერთობლივ პეტიციაში განაცხადეს.

მათივე თქმით, პუტინი უნდა გადადგეს.

"ჩვენ, მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კოლპინოს მუნიციპალური ოლქების დეპუტატებს გვჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები რუსეთისა და მისი მოქალაქეების მომავლისთვის საზიანოა. მოვითხოვთ ვლადიმირ პუტინის გადადგომას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან". - ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics