16:40 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 19:19:05, 1478 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კუბილიუსს ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე აქვს მოსახდელი

კუბილიუსს ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე აქვს მოსახდელი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, კუბლიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად.

"კუბლიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის ჩართული. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანდრიუს კუბილიუსის განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ბოდიში უნდა მოუხადოს ვიოლა ფონ კრამონს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics