11:37 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 10:43:33, 1824 ნახვა

რეგიონი
ქედის მერის მოადგილემ იმედა ვასაძემ და ჯამბულ დიასამიძემ დანდალოში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულეს

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, მშენებლობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა ჯამბულ დიასამიძემ დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციული შენობის და ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები  მოინახულეს.

დანდალოს ადმინისტრაციული შენობის, რომელშიც განთავსებულია  ამბულატორია, ბაგა-ბაღი და ადმინისტრაციული ოფისი  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,,მშენებელი 2020" აწარმოებს. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება წყალ-კანალიზაციის სისტემა, ელექტრო სისტემა, დამონტაჟდება გათბობის სისტემები. შენობა მთლიანად რეაბილიტირებული იქნება თანამედროვე ტიპის სტანდარტებით და ადაპტირებული  შშმ პირებისათვის.  დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას  შეეძლება ერთ სივრცეში ისარგებლოს სხვადასხვა მისთვის ხელმისაწვდომი სერვისით. 

ასევე, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს დანდალოს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება კიბეებს, მოეწყობა  ბუნებრივი ქვის ფილები ლამპიონები და  ქვაფენილები. რემონტდება მემორიალური დაფა და მგზავრთა მოსაცდელი. კიბეების  ტერიტორიის მიმდებარედ  შეიქმნება კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე,  განთავსდება ხის სკამები, ურნები და განათება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics