16:40 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 19:10:43, 1266 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება

ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ, დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომლებიც, განსაკუთრებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას შესაძლოა, მომეტებულ საფრთხეს უქმნიდეს. - ამის შესხებ ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე განაცხადა, რომელიც „საქართველოს  სისხლის სამართლის საპროცესო  კოდექსში" შევიდა.

მისივე თქმით, ამიტომ ხელისუფლების ვალდებულებაა განახორციელოს ცვლილებები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს მისცემს დანაშაულის ჩადენის თანამედროვე მეთოდებთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიან სამართლებრივ შესაძლებლობებს.

„ფარული საგამოძიებო მოქმედების გახანგრძლივება და პოტენციური დამნაშავისთვის ამის შესახებ შეტყობინების გადავადება შესაძლებელი გახდა შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა; ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვნის ან შშმ პირის მკვლელობა; 2 ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, შეკვეთით ან ანგარებით;  ტრეფიკინგი და არასრულწლოვნით ვაჭრობა; ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა; წამების მუქარა; ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამრიგად, ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებები სწორედ რომ საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება". - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩომ აღნიშნულ კანონზე განაცხადა რომ ის ევროატლანტიკური სტრუქტურებისგან დაშორებული გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ფეიქრიშვილზე ძალადობისთვის ყიფიანს, ბილანიშვილს და კიდევ 3 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ
ხაბეიშვილზე თავდასხმისათვის დაკავებულ ყოფილ ძალოვნებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics